ამქვეყნად ყველაზე ნაკლებად მასწავლებლობა მინდოდა, - გამანდო ერთხელ ერთმა ძალიან წარმატებულმა მასწავლებელმა, - დირექტორმა, ჩემმა მეგობარმა, თითქმის ძალით შემაგდო კლასში, იმ პირობით, რომ დროებით შევცვლიდი სხვა მასწავლებელს და როდესაც ის სამუშაოს დაუბრუნდებოდა, მე თავს ვუშველიდი. კლასში თითქმის სამი ათეული მოსწავლე დამხვდა, თინეიჯერები. გოგონები პრანჭვას რომ იწყებენ და ბიჭებს საათი რომ უკეთიათ აკაპიწებულ მაჯაზე, იმ ასაკისანი. ზოგი ინტერესით მიყურებდა, ზოგიც - ირონიული ღიმილით. მაგრად დავდექი, სახე დავილაგე და მასწავლებლის მაგიდისკენ გავეშურე, თან გულში ღმერთს დახმარება ვთხოვე... საღამოს, შინ რომ მივედი და დავფიქრდი, მივხვდი, რომ რაღაც ძალიან ძნელს შევეჭიდე, ძალიან მნიშვნელოვანს, მაგრამ, ამასთანავე, ძალიან აზარტულს და გუმანით ვგრძნობდი - ეს საქმე თუ ჩამითრევდა, უკან დასახევი გზა აღარ მექნებოდა.
სრულად სანახავად დააწკაპეთ აქ
18.07.2014
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)