მასწავლებელთა პროფესიული განვითარება ეს, სავარაუდოდ, ერთერთი ის ფრაზაა, რომელიც თანამედროვე მასწავლებლებს ყველაზე ხშირად ესმით. საზოგადოება მუდმივად ახსენებს პედაგოგს პროფესიული განვითარების აუცილებლობის შესახებ.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარება გულისხმობს იმ საქმიანობების ერთობლიობას, რაც
მასწავლებელს პროფესიულ ზრდასა და კარიერული შესაძლებლობების მოძიებაში ეხმარება.
საქართველოში განათლების რეფორმის ერთერთ მთავარ მიზანს სწორედ მასწავლებლების
პროფესიული განვითარება და მათთვის მრავალფეროვანი სასწავლო პროგრამებისა და
პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შეთავაზება წარმოადგენს.
2006 წელს დაარსდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი, რომლის უმთავრესი
მიზანი მასწავლებლის პროფესიული ცოდნისა და საქმიანობის მაღალი სტანდარტის
დამკვიდრების,მასწავლებლის პროფესიის სტატუსის ამაღლების გზით სკოლაში სწავლისა და
სწავლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობაა.
დასახული მიზნის მისაღწევად მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
მრავალ პროექტსა და პროგრამას ახორციელებს.
21 საუკუნის მასწავლებელი მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ თანამედროვე, განსხვავებული
შესაძლებლობებისა და ღირებულებების მოსწავლეების საგანმანათლებლო საჭიროებები და
მოლოდინები დააკმაყოფილოს. თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინება, უპირველეს
ყოვლისა,სწავლებაში ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ )ინტეგრირებას
გულისხმობს. დღეს, ღილაკის დაწკაპუნების შედეგად,მოსწავლეს წამებში შეუძლია მოიძიოს
ინფორმაცია ნებისმიერი მოვლენის შესახებ. შესაბამისად,თანამედროვე მოსწავლისათვის,
შესაძლოა,მოსაწყენი იყოს მხოლოდ ტრადიციული მეთოდებით სწავლა. ამიტომ,მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ცენტრი ახორციელებს მასწავლებლებისათვის ი.ს.ტ. საბაზო, ი.ს.ტ. მეორე დონის და Intel-ის
„პროექტებით სწავლების“ ტრენინგების კურსს.
ინტელის ტრენინგ-კურსი „პროექტებით სწავლება“
ინტელის სასწავლო კურსი
მასწავლებლებს სთავაზობს პროექტებით სწავლებას. პროექტებზე
მუშაობა შესაძლებლობას იძლევა სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და
ცხოვრებისეულ კონტექსტს, მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო
უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა.
ინტელის ძირითად კურსში
მასწავლებლები შეისწავლიან, თუ როგორ შექმნან ტექნოლოგიებით გამდიდრებული
სასწავლო პროექტები, როგორ იმუშაონ სასწავლო პროექტის გეგმაზე. კურსის განმავლობაში გამოიყენებენ მრავალ ტექნოლოგიურ რესურსსა და ინსტრუმენტს, რომელიც თავიანთი პორტფოლიოს შექმნასა და სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებაში დაეხმარებათ. ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები
იქნებიან არამარტო მასწავლებლის არამედ მოსწავლის როლშიც. ისინი ასე ვთქვათ თვითონ
მოირგებენ თავიანთი მოსწავლეების მანტიას და საფუძვლიანად გაანალიზებენ ყველა
შესაძლო პრობლემას რომელსაც შეიძლება წააწყდნენ მოსწავლეები სწავლის
პროცესში.
კურსის მიზანია, მასწავლებლებმა შეიმუშაონ პროექტის პორტფოლიო, რომელსაც გამოიყენებენ კლასში და რომელიც სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაში, სასწავლო მიზნების მიღწევასა და მოსწავლეთათვის 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში დაეხმარებათ.
ტრენინგის მონაწილეები უნდა
იყონ საშუალო და საბაზო საფეხურის, სასურველია (არა აუცილებელი)
სერთიფიცირებული მასწავლებლები
კურსის ხანგრძლოვობა 36 საათი. სულ 9 დღე (დღეში 4 საათი)
კურსის ბოლოს გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატები.
სერტიფიცირებისთვის აუცილებელია მინიმუმ 7 ტრენინგდღეზე დასწრება (ბოლო დღეს დასწრება
აუცილებელი პირობაა) და პროექტის პორტფოლიოს გამოქვეყნება.
ტრენინგის მონაწილისთვის აუცილებელი
მოთხოვნაა:
·
WINDOWS ოპერაციულ სისტემასთან მუშაობის
უნარ-ჩვევები.
·
საქაღალდეებთან
მუშაობა
·
ვორდის
პროგრამაში თავისუფლად მუშაობა
·
ინტერნეტში
ინფორმაციის მოძიება და შენახვა
·
Gmail - ის ელ. ფოსტასთან მუშაობა
კურსი შედგება 8 მოდულისაგან.
მოდული
1: პროექტებით სწავლება
მოდული
2: ჩემი პროექტის
დაგეგმვა
მოდული
3: კავშირები
მოდული
4: სასწავლო ნიმუშების
შედგენა
მოდული
5: მოსწავლეთა პროექტების
შეფასება
მოდული
6: დაგეგმვა მოსწავლეთა
წარმატებისთვის
მოდული
7: ფასილიტაცია ტექნოლოგიების
გამოყენებით
მოდული
8: პროექტის პორტფოლიოს
პრეზენტაცია